ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო'' ფარგლებში, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა.
„საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების, ნარჩენების მართვის დაგეგმვის, ეკოსისტემებზე სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენისა და ამ კუთხით რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მთავარმა ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრეს.
პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიან, მერი ანივარდ მოსოიანი, მისი მოადგილეები ალექსანდრე მიქელაძე, არტავაზდ ტონოიანი, საკრებულოს დეპუტატები, მერიასა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ", აღნიშნულია ნინოწმინდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.