მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
01-12-2017, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, ხ.ნ.-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ე.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ე.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

 


სამართალდამცველებმა ხ.ნ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. 

 


რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ სცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი