თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგის, დავით ლოლაძის განცხადებით, პაციენტს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არასტაბილური ჰემოდინამიკაა. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით", განაცხადა დავით ლოლაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.