თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. არასრულწლოვანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, 16 წლის მოზარდი სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა”, განაცხადა ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.