"იმას მაინც უნდა მიხვდეს ეს ხელისუფლება, რომ ასეთი, კორუფციაში ამოთხვრილი პიროვნება, არ უნდა იყოს წალენჯიხის გამგებელი"
08-05-2015, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და მოქალაქეთა ინტერესებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.


როგორც guardian.ge-სთან საუბარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალბატონი (რედ: სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) აცხადებს, ასეთი უპასუხისმგებლო გამგებელი წალენჯიხას არასოდეს ჰყოლია.


"ელემენტარულად მას, მიღების საათებიც კი არ აქვს ნორმალურად განსაზღვრული. მისი კაბინეტის კარებთან გაკრულ აბრაზე მითითებული კი აქვს მიღების დრო და საათები, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მას თბილისისა და ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე ან კიდევ, გაშლილ სუფრაზე უფრო წააწყდებით, ვიდრე მის კაბინეტში, ჩვენს სოფელში ხომ საერთოდ ფეხი არ დაუდგამს რამდენი ხანია, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გახლდათ," - ამბობს შუახნის ქალბატონი, რომელსაც არანაირი იმედი არ აქვს, რომ წალენჯიხის ახლანდელი გამგებლის პირობებში რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება მისი სოფლის მცხოვრებთათვის.


წალენჯიხის გამგებლის შესახებ ერთ–ერთი ადგილობრივი მეწარმე კი ასეთ რამეს ამბობს: ,, წალენჯიხაში თუ ხელმძღვანელობასთან დაახლოვებული პირი არ ხარ, შეუძლებელია რაიმე ტენდერში გაიმარჯვო. მე, 4 - ჯერ მივიღე მონაწილეობა, მართალია ეს სულ რაღაც მცირე ტენდერები იყო, მაგრამ გულორდავამ ყველგან მისიანებს გაამარჯვებინა.  იმას მაინც უნდა მიხვდეს ეს ხელისუფლება, რომ ასეთი არაპროფესიონალი და კორუფციაში ამოთხვრილი პიროვნება, რომელიც ნასამართლევია ქრთამის აღების ფაქტზე, არ უნდა წარადგინო ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორიც გამგებლის პოსტია. როგორ შეიძლება ასეთი გამგებელი, როგორც წალენჯიხას ჰყავს, ერთი წუთითაც კი გააჩერო თანამდებობაზე და ამდენი ადამიანის ბედის გადაწყვეტა მიანდო. ხომ გაგიგიათ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდების, ასევე მაგ გულორდავას გამოსწორებაც არ იქნება", -აცხადებს ადგილობრივი მეწარმე.


წალენჯიხის მოსახლეობის ერთი ნაწილის სატკივარისა და გამგებლისადმი გამოხატული პრეტენზიების თაობაზე კომენტარის ჩაწერას guardian.ge თავად გოგა გულორდავასთან ეცადა, მაგრამ იგი სამუშაო საათებში არც სამსახურში იმყოფებოდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი