საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა,რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10 % -24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი- 8000 ლარი.
2017 წლის 1 დეკემბერს, გიორგი ნ-მ მოქალაქისგან აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით", აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.