რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რატიფაკიციისათვის შეიტანა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს (რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონი) შორის შეთანხმება, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ცალკეული სამხედრო ძალების ქვედანაყოფებს რუსულ არმიაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ შეთანხმებას ხელი მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს აქვს ხელი მოწერილი, დუმის ელექტრონულ ბაზაშია გამოქვეყნებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომელსაც კრემლი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად მოიხსენიებს, ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლა ნიშნავს ამ რესპუბლიკის მოქალაქეების სამხრეთ ოსეთში რუსული მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ნებაყოფილობითი კონტრაქტის საფუძველზე მიღებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.