სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეის სანაპიროსთან მას შემდეგ, რაც სათევზაო კატარღა 336-ტონიან ტანკერს შეეჯახა და ამოყირავდა. ორი ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული და ამჟამად მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება BBC სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
შეჯახებისას სათევზაო კატარღაზე 20 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.

სამძებრო ღონისძიებებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვერტმფრენები და ათეულობით გემია ჩართული.
7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკარგულთა შორისაა 10-ტონიანი სათევზაო ნავის კაპიტანი. 336-ტონიანი სანავთობო ტანკერის ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.