ე.წ კაბელების საქმე არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ქუთაისში განაცხადა.
ალასანიას თქმით, ღარიბაშვილმა "კაბელების საქმეზე" ხუთი უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში და ქართული საზოგადოება ამასთან დაკავშირებით მალე სიმართლეს გაიგებს
.
"ე.წ "კაბელების საკითხი" არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად. მათ მოახდინეს ორგანიზება ამ პოლიტიკური დანაშაულის. მართლაც გასაკვირია, რომ ღარიბაშვილს ეყო თავხედობა, არ შეაწუხა სინდისმა და თვითონ წამოწია ეს თემა საპარლამენტო განხილვისას. თავის დროზე, როდესაც პარტნიორებს ზურგში დანა ჩაგვარტყა და ხუთი უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ციხეში, მან დაკარგა სახე და გუშინდელი განცხადებაც ამის მიმანიშნებელი იყო. ღარიბაშვილს აწუხებს ერთი რამ - სასამართლო განხილვები ძალიან მალე დასრულდება, სიმართლეს ქართული საზოგადოება მალე გაიგებს და მოსთხოვს ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს პასუხს, თუ რატომ ჩასვა ხუთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, "თავისუფალი დემოკრატები" როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, მიზნად დავისახავთ, რომ უდანაშაულო ადამიანი არასოდეს არ მოხდეს საპყრობილეში და პოლიტიკური მართვისგან გათავისუფლდნენ სამართალდამცავი ორგანოები", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან.
”თავისუფალი დემოკრატების" გუშინდელი სხდომა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქციის წევრებს შორის შეკამათებით დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ფრაქციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ე.წ. კაბელების საქმეს მოჰყვა, რაზეც პრემიერმა საუბარი ისე დაიწყო, რომ მისთვის აღნიშნულ საკითხზე "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან შეკითხვა არ დასმულა. ფრაქციის წევრების უკმაყოფილებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.
"მინდა გითხრათ ის, რაც არასდროს მითქვამს საჯაროდ და ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რაც მოხდა, რათა "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ შერჩევით სამართალზე ეჭვები გამოირიცხოს. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ივნისის თვეში, ამის შესახებ ალასანიასთვის კი ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი. გიდასტურებთ, რომ ალასანია მოვიდა ჩემთან და მთხოვა პროკურატურის წარმომადგენლებთან მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება, რაზეც მე ვუთხარი, რომ არ იქნებოდა სწორი რაიმე ფორმით ჩავრეულიყავი ამ საქმეში. ვუთხარი ისიც, რომ სანერვიულო არაფერი იყო და თუ პროკურატურა ნახავდა, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, არაფერი მოხდებდა - გამოძიების პროცესში ჩარევას არასდროს ვიკადრებ და ეს მას ნათლად განვუმარტე. შემდეგ ხდება ის, რომ სექტემბერში ისევ მოდის ალასანია და მეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სწორედ მისი პოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ მოხდა აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება, არის სრული სიცრუე. თქვენ შესაძლოა არ გაქვთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დროში, როგორც მინიმუმ 3-4 თვით არის აცდენილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.