უკრაინის დედაქალაქში, ევროპის მოედანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ოპოზიციური უკრაინული „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი ორგანიზებით მიტინგი იმართება, სადაც სააკაშვილი და მისი მომხრეები პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომას მოითხოვენ.
სააკაშვილი დაემუქრა პოროშენკოს, რომ სამუშაოზე არ შეუშვებს.
"მომავალ კვირას მე გთავაზობთ ყველას, რომ შევიკრიბოთ არა აქ, არამედ მაიდანზე, ყველა ერთად... ჩვენ ვიქნებით ასეულობით ათასი, მილიონი უკრაინელი", განაცხადა სააკაშვილმა მიტინგზე, სადაც დაახლოებით 2 500 ადამიანი იყო შეკრებილი.
მანამდე კი კიევში, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში.
მარშის მონაწილეები კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მათ გეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ აიღეს.

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, კოლონას ავტომანქანა, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით მიუძღვებოდა და მის სათავეში მდგომი სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მიემართებოდა პოროშენკოს რეზიდენციისკენ. მათ უკრაინის და საქართველოს ეროვნული დროშები, ასევე უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის - უკრაინის მეამბოხეთა არმიის დროშები უკავიათ.
გარდა ამისა, დემონსტრანტებს მრავალი პლაკატი უკავიათ, რომელზეც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნაა დაფიქსირებული. ისინი სკანდირებენ: „იმპიჩმენტი, იმპიჩმენტი“.
მარშის ორგანზატორები ხაზს უსვამენ, რომ აქცია მშვიდობიანია და მოუწოდებენ მის მონაწილეებს არ წამოეგონ რაიმე სახის პროვოკაციებს.
კიევის ცენტრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მარშს დიდი რაოდენობით პოლიცია და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები მიაცილებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.