პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ადასტურებს, რომ მისი შვილი „ნამდვილად იყო შემსწრე“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედურების და მან „გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება“, თავად კი თანამდებობიდან მიდის
03-12-2017, 21:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხორავას ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი შვილი „ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების“ და იგი თავის შვილთან ერთად 1-ელ დეკემბერსვე გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში, სადაც მისმა „შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან“, ხოლო თავად კი მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურორისადმი განცხადებით მიმართვის თაობაზე, გათავისუფლებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან.

 


„იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“, აცხადებს სუბელიანი.

 


იგი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც ორი მოზარდი გარდაიცვალა, მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს „მათ მშობლებსა და მეგობრებს“.

 


„გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც, შოკში ჩაგვაგდო. ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია“, ნათქვამია მირზა სუბელიანის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი