პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები და მალაიზიისა და ინდონეზიის დიპლომატების მეუღლეები დაიღუპნენ, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გერმანული გამოცემა იტყობინება, პაკისტანის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი, რომელშიც 11 უცხოელი და ექვსი პაკისტანელი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლას დაეჯახა.
წინასწარი მონაცემებით, ორივე მფრინავი და ექვსი უცხოელი დაიღუპა. პოლონეთისა და ნიდერლანდების ელჩები კი დაშავდნენ. უცნობია კატასტროფის მიზეზები. ვერტმფრენს ქალაქ გილგიტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გადაჰყავდა, სადაც ისინი საჯარო ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.