საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მასპინძლობს.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - იანოშ ჰერმანმა.
იანოშ ჰერმანმა პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო გადაწყვეტილებები მომავალს შეეხება. მისივე თქმით, ევროკავშირში გაერთიანების მომავლის შესახებ დებატები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც იღებდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის, რომ საქართველო იღებდეს მონაწილეობას ამ დებატებში, იმიტომ, რომ ამით განისაზღვრება ჩვენი საგარეო ურთიერთობებიც. უკვე ითქვა, რომ ევროკავშირი იყო ძალიან ეფექტური და ინტენსიური წვლილის შემტანი სტაბილურობაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ის ხელს უწყობდა გაფართოების პროცესსაც. ევროკავშირი იყენებს ბევრ ინსტრუმენტს, რომ ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც ბევრი საკითხი დაისვა თანამშრომლობისა და ხელშეწყობის თაობაზე და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ და რა მიმართულებით წავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან და აუცილებლად უნდა ვახსენო აქ საქართველო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რა მიღწევები აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და ეს არის ძალიან მყარი საფუძველი შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად. ჩვენი ვალდებულებაა, დავინახოთ მიღწევები და ვაღიაროთ ეს მიღწევები და ეს აისახა კიდეც ევროკავშირის სხვადასხვა დოკუმენტში. ეს აღნიშნული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც და აღინიშნება შემდგომშიც.
უნდა ვიფიქროთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში დაახლოებისთვის, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო განვითარდეს. დიდი მადლობა საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, ფიქრს იმაზე, თუ რას მივაღწიეთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და ცხადია, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ გრძელვადიან პერსპექტივაში“, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.