კუზბასის ქალაქ მეჟდურეჩენსკის მაღაროში „რასპადსკაია“ გაჩენილი ხანძრის გამო 450-ზე მეტი მაღაროელი იქნა ევაკუირებული. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ მომენტისთვის ყველამ დამოუკიდებლად შეძლო მაღლა ამოსვლა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. წინასწარი მონაცემებით, აალება გაზის გამოსასვლელ ნახვრეტთან მოხდა“, უთხრა წყარომ სააგენტოს.
ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.
მაღარო „რასპადსკაია“ ექსპლუატაციაში 1973 წელს შევიდა. ყველაზე მაღალი წლიური პროდუქცია მან 2006 წელს გამოუშვა - 8,6 მილიონი ტონა ქვანახშირი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.