სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც თანამზრახველთან ერთად, გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა
04-12-2017, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, ქალაქ გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

სამართალდამცველებმა, ნ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი.

 

 

თანამზრახველის დადგენა-დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

 

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი