თერჯოლის საკრებულოს სხდომაზე კომისიების პერსონალური შემადგენლობა დამტკიცდა
04-12-2017, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს საკრებულოდან აცნობეს, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედი კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.

 

 

 


„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, ეკონომიკისა და ქონების მართვის, საფინანსო საბიუჯეტო და განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობა დამტკიცებულია.

 


საკრებულოს თავმჯდომარემ პირველი დავალება კომისიის ხელმძღვანელებს უკვე მისცა, რომ მოიწვიონ საორგანიზაციო სხდომა, დაგეგმონ მუშაობის მომავალი სტრატეგია და განსაზღვრონ კომისიის წევრთა ფუნქციები. კონკრეტული დავალება კი უკვე მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, რომელიც შეეხება დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალურ დახმარებასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამაში მუხლობრივ ცვლილებას“, აღნიშნულია თერჯოლის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი