თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
08-05-2015, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორ "რესპუბლიკელ" დეპუტატს თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის პოსტი პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა, პარლამენტმა მათ უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.


გიგლა აგულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილება პარლამენტმა 104 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ხოლო თინა ხიდაშელთან დაკავშირებით 105 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.


"მე არ ვყოფილვარ წინააღმდეგი – შეგიძლიათ გადაამოწმოთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ხიდაშელთან დაკავშირებული დადგენილების კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას.


გიგლა აგულაშვილს პარლამენტში საარჩენო სიაში ადგილმონაცვლე თემურ ნერგაძე შეცვლის. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო და მისი პარლამენტიდან გასვლა საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებას იწვევს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი