თბილისში, ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება
04-12-2017, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება, რომელსაც ოთარ კაპანაძის ქუჩაზე არსებული რვა შენობა დაექვემდებარება.

 

 

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პირველ ეტაპზე, რამდენიმე პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დღეს კი, ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

 

 

როგორც გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ არის განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მფლობელი ნაგებობას ხუთი დღის ვადაში არ დაანგრევს, ზედამხედველობის სამსახური დემონტაჟს თავად განახორციელებს.

 

 

„დავიწყეთ საქმის წარმოება. მათ კონკრეტული ვადა მიეცათ იმისთვის, რომ დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ შენობის მესაკუთრე კონტაქტზე არ გამოდის და იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, მაშინ გვაქვს უფლება, დადგენილების შესაბამისად, დემონტაჟი თავად განვახორციელოთ. გვინდა ყველას ვთხოვოთ და გავაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე შენობა-ნაგებობების განთავსებას მოვერიდოთ. დღეს ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებით, თუმცა პროცესი თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება“, აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.

 

 

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ, ქალაქის განვითარება მხოლოდ გეგმის მიხედვით განხორციელდება და სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული ყველა შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. თბილისი აუცილებლად უნდა განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და გეგმის შესაბამისად. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ, ჩვენთან ერთად, ერთსულოვანი იქნება“, განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი