იემენიდან მიღებული ცნობების თანახმად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი მისი მოწინააღმდეგე „ჰუტების მოძრაობასთან“ შეტაკებებისას იქნა მოკლული, იუწყება BBC.
ჰუტების მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიამ „ალ-მასირაჰი“ „ჰუტების“ ოფიციალური პირები დაიმოწმეს და „მოღალატე მილიციის კრიზისის დასასრული და მათი ლიდერის მოკვლის“ შესახებ გამოაცხადეს.
როგორც BBC წერს, იემენის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი თავდაპირველად ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ სოციალურ მედიაში გავრცელდა გარდაცვლილი მამაკაცის ფოტოები, რომელიც სალეჰს ჰგავს. გვამს თავის არეში აღენიშნება ჭრილობა.
უფრო ადრე, მისმა პოლიტიკურმა პარტიამ უარყო სალეჰის სიკვდილი მას შემდეგ, რაც „ჰუტების“ მებრძოლებმა იემენის დედაქალაქ სანააში მისი საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს. თუმცა მოგვაინებით ამავე პარტიამ, ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი დაადასტურა.
გასულ კვირამდე, სალეჰის მხარდამჭერები „ჰუტებთან“ ერთად იბრძოდნენ იემენის ამჟამინდელი პრეზიდენტის, აბდრაბუჰ მანსურ ჰადის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში.
გაეროს თანახმად, მას შემდეგ რაც 2015 წელს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენის კონფლიქტში ინტერვენცია მოახდინა, 8 670 ადამიანზე მეტი იქნა მოკლული, ხოლო დაზიანებები მიიღო 49 960-მა პირმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.