ხობში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა
04-12-2017, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

 

 

 


წმინდა მარიამის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. მოულოდნელად ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხდა და ახარა, რომ მას ასული მარიამი ეყოლებოდა, რომელიც კაცობრიობას მხსნელს, იესოს მოუვლენდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი იგი მშობლებმა იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს. ტრადიციულად ამ დღეს მშობლებს ტაძრებში ბავშვები მიჰყავთ. ეს დღე ასევე ბავშვების დალოცვის დღეა.

 

 

 


საზეიმო წირვას ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

ინფორმაციას და ფოტომასალას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი