ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ
08-05-2015, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.


“დეპუტატებო, თქვენ უკვე იცნობთ სამთავრობო გუნდის მიერ წარმოდგენილ პროგრამას, რომელშიც ასახულია ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები, განხორციელებული რეფორმები და, ასევე, ჩვენი ქვეყნის მომავლის ხედვა, ჩვენი გეგმები. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.


“რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია. სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის. ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა. ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას; გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმატების რეალური შესაძლებლობები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის არჩევანის ევროპული დემოკრატიაა.

 
“ჩვენი არჩევანია პოლიტიკური სისტემა, სადაც თავისუფლება და ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სადაც ეკონომიკა ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ გარემოში ვითარდება, სადაც სოციალური თანასწორობა და ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავრობა დგამს თანამიმდევრულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით მშვიდი, უსაფრთხო და სტაბილური. მე მჯერა, რომ ამას მივაღწევთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი