უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინაში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარებს ამტვრევენ.
„მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ. კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით“, წერს საყვარელიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ტელეკომპანია „NEWS ONE“-თან საუბრისას, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბინის კარს, სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამტვრევენ.
დილიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია იმყოფება. ადგილზე სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები რჩებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.