საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მის სახლთან სპეცრაზმი მივიდა, სახლში კი, სამართალდამცავებმა ჩხრეკა დაიწყეს, შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.
ინფორმაციას უკრაინული სააგენტო LB.ua ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბინაში გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.
ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო Liga.net-ს უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ელენა გიტლიანსკაიამ დაუდასტურა.
„ჩვენი სპეცდანაყოფი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ქმედებებს“, განაცხადა გიტლიანსკაიამ.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, დავით საყვარელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინის კარის შემტვრევას ცდილობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.