საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც შენობის სახურავზე ავიდა, მხარდამჭერებს მიმართა.
„პეტრო პოროშენკოს არ მისცეთ უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ", განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, შენობის სახურავზე ასვლის შემდეგ, გადმოხტომითაც იმუქრებოდა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მისი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მას შემდეგ ავიდა, რაც შენობასთან სპეცრაზმის მობილიზება, ხოლო სახლში ჩხრეკა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.