მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში, სახლის სახურავიდან სამხედრო ფორმიანმა პირებმა გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას lb.ua ავრცელებს.
ის სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი მისი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მას შემდეგ ავიდა, რაც შენობასთან სპეცრაზმის მობილიზება, ხოლო ბინაში ჩხრეკა დაიწყო.
სახლის სახურავზე ასვლის შემდეგ, უკრაინული მედიის ცნობით, იგი გადმოხტომით იმუქრებოდა, მოგვიანებით, შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.