საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ დღეს განუცხადა.
კითხვაზე, გუშინ პარლამენტში მთავრობის მოსმენების დროს, მთავრობის წარმომადგენლებმა ლარის გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს დააკისრეს და შედის თუ არა ლარის სტაბილურობა ეროვნული ბანკის ფუნქციებში, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.
"თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გამყარების მიმართულება. თუ გვაქვს ნაკლები სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტება", - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აპრილის თვის წინასწარი მონაცემების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით არის დადებითი მონაცემები.
"წინასწარი მაჩვენებლებით იმპორტი არის მნიშვნელოვნად შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტის შემცირებაზე. შესაბამისად, დაწყებულია საგადამხდელო ბალანსის კორექტირება, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, კურსზე გაუფასურების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება ორივე მიმართულებით", - განაცხადა ქადაგიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.