უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც ნათლად აჩვენებს სააკაშვილის აქციების კურჩენკოს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ფრთის წარმომადგენლის მხრიდან დაფინანსებას.
„მსურს, რომ ეს აუდიო მოისმინონ და ეს ვიდეო ნახონ მათ, ვინც ახლა უსაფრთხოების სამსახურს ხელს უშლის თავიანთი მოვალეობების შესრულებაში - დააკავონ ის ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მათ, ვინც სააკაშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ მცდარი ლოზუნგებით იყვნენ მოტყუებულნი, მოუწევთ მოსმენა და ნახვა, რაც სასამართლოს მხრიდან სანქცირებულ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაღებულ და ჩაწერილ მასალებშია დაფიქსირებული.
დღეს, მე ვახმაურებ უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ოპერაციის პირველ ნაწილს, რომელიც უკრაინაში პრორუსული ძალების რევანშის გეგმის ჩაშლას ეხება. ეს ეხება რიგი პოლიტიკოსების, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობას ვიქტორ იანუკოვიჩის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან - პირველ რიგში, სერგეი კურჩენკოსთან. მათი თანხის სანაცვლოდ, სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები ახორციელებდნენ მათივე მხრიდან ინიცირებული საპროტესტო აქციების დაფინანსებას, რომელთა მიზანიც იყო უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და იანუკოვიჩის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის, კურჩენკოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და კონტროლის აღდგენა აქტივებზე, რომლებიც მათ, თავის დროზე, უკრაინაში დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს.
დადგენილია, რომ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ, უკრაინის მოქალაქემ, სევერიან დანგაძემ თავად სააკაშვილთან შეთანხმებით, ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით მიმართა სერგეი კურჩენკოს, რომელიც მოსკოვს აფარებს თავს. სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსების წინადადებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის მხრიდან, სააკაშვილის გარემოცვის წევრების მიერ ნახევარი მილიონი დოლარის მიღების ფაქტი“, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.