„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი დაკავება შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი და პეტრო პოროშენკო „შეიკრნენ".
ბიბილაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამით აიხსნება ის, რომ თავის დროზე, „სამჯერ გააგზავნა ამ ხელისუფლებამ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნა და სამჯერვე მიიღო უარი ძალიან მარტივი მიზეზით - ბავშვისთვისაც ნათელია, რომ ამ მოთხოვნის უკან იყო პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკური დაკვეთა. რა შეიცვალა ამის შემდეგ? შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი და პოროშენკო შეიკრნენ, რათა საკუთარი ოლიგარქიული ინტერესები გადაერჩინათ, საკუთარი ბიზნესები გადაერჩინათ, უნდათ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი ანტიკორუფციული, მთავარი ანტირუსული პოლიტიკოსის, ამ ფრონტის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იზოლირება".
ბიბილაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ყველა ტიპის სცენარის განვითარებისთვის მზად არის.
„მე არ მინდა სპეკულირება იმაზე, თუ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს და რაც არ უნდა მოხდეს, ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ", განუცხადა ტელეკომპანია „იმედს" ზაზა ბიბილაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.