სააკაშვილის უკრაინაში დაპატიმრების გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის, განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ნიკა მელიამ. მან მხარდამჭერებს ხვალისთვის 14:00 საათზე თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ „ღირსების მანიფესტაციაზე“ შეკრებისკენ მოუწოდა.
„დიახ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად. ნაციონალური მოძრაობა გადადის ამ წუთიდან საგანგებო რეჟიმზე... ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. რუბიკონი გადალახულია. რუბიკონი გადალახა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რუბიკონი გადალახა ოლიგარქმა პოროშენკომ, გამოწვევა მიღებულია და წინ გამარჯვებისკენ“, განაცხადა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.