კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა აფასებს. რურუა მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პანიკურ შიშზე მეტყველებს.
ის, რაც ხდება უკრაინაში, როგორც ამას რურუა აცხადებს, სააკაშვილისთვის პოლიტიკურად მომგებიანია.
„ცხადზე ცხადია ეს არის პოროშენკოს სრული პანიკა, რომელმაც მას გადაწყვეტილება უკრაინისთვის პირველ რიგში ცუდი გადაწყვეტილება - ჯერ პასპორტის ჩამორთმევიდან დაწყებული და შემდეგ აი ამ უმსგავსო დაკავებით დამთავრებული, რომლითაც ის აზიანებს უკრაინის პირველ რიგში დემოკრატიულ მომავალს და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ნიშნავს, რომ პოროშენკო ძალიან შეშინებულია და აკეთებს ძალიან ბრიყვულ, ძალიან მძიმე შეცდომას, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს პოლიტიკურად, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, მომგებიანიც არის, რადგან ის აშკარად, რეალური, გასათავლისწინებელი ფაქტორი რომ არის ამაზე მიუთითებს დღევანდელი მისი დაპატიმრება", განაცხადა ნიკა რურუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.