„მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკასთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიასა და გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში რუმინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამ და თანამშრომლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუმინეთში მაღალი დონის ვიზიტიც იგეგმება.
მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის საკითხები, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმაც განიხილეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას ქართველი კოლეგა, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.