საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა, მას შემდეგ რაც სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან მხარდამჭერებმა 3-საათიანი პატიმრობის შემდეგ გამოიყვანეს, ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
მან კიევის მცხოვრებლებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის „პოროშენკოსა და მისი ბანდისგან" გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„დღეს, პოროშენკოს ბანდა, ყალბი ბრალდებებით ცდილობს ჩემს დაპატიმრებას იმ მიზნით, რომ მოაშოროს უკრაინიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის მთავარი მტერი და კორუფციასთან მთავარი მებრძოლი. მე ჩემს სიცოცხლეს დავთმობ უკრაინის თავისუფლებისთვის. მოვუწოდებ კიეველებს, გამოვიდნენ ქუჩაში, შეიკრიბნონ მაიდანზე და დაიწყონ უკრაინის, პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების პროცესი. არმია ჩვენს მხარეზეა. უშიშროების ხალხი მთელი გზა ლანძღავდა ბარიგა პოროშენკოს - ამიტომ, ნუ გეშინიათ, ჩვენ მილიონები ვარ, ძალიან ძლიერები ვართ, ნუ გეშინიათ, მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი. ისინი უნდა გაიქცნენ და არა ჩვენ", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.