კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინაში ძალიან უცნაური პროცესები მიმდინარეობს.
„უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა ზომებს მიიღებს და რა რეაგირებას მოახდენს. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ”, განაცხადა კილაძემ.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს, თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს.
აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და კიევის მცხოვრებლებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის „პოროშენკოსა და მისი ბანდისგან" გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.