კიევის პროკურატურამ სამართალდამცავების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოგვიანებით კიევის პროკურატურაში დააზუსტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს „უკრაინელი დეპუტატების მიერ სააკაშვილის დაკავებისას სამართალდამცავების წინააღმდეგ გაწეული ქმედებების ფაქტზე“.
კიევის პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, „სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.