ცაგერის მერიაში მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ უგრეხელიძესა და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური, ვიცე-მერი რომან გოგიძე და სპორტისა და კრივის ადგილობრივი მესვეურები ესწრებოდნენ.
ცაგერის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და კრივის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ განაცხადა, რომ მზადაა თანადგომისათვის და გამოთქვა სურვილი, ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებათა ნაწილს ცაგერის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.