გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
05-12-2017, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ივან ბრაიოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

 


აღინიშნა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 


პრემიერ მინისტრმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მონაწილეობისთვის, რომელიც თბილისში იმართება.

 


„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ ჩვენი პარლამენტისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ასევე მადლობას მოგახსენებთ საქართველოს პოზიციის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის გაეროს პლატფორმაზე, სადაც ყოველწლიურად გამოგვაქვს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პოზიციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვულოცავ თქვენს ქვეყანას ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. ეს არის გზა, რომელიც საქართველომაც აირჩია. ეს არის დიდი მოტივაცია ჩვენთვის, რათა თანმიმდევრულად მივყვეთ ამ გზას”, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 


მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

 


„ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩემი დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ უაღრესად თბილი მასპინძლობისთვის და საქართველოში გატარებული ყოველი შესანიშნავი წუთისთვის. საქართველოში ჩვენ ყველგან ვგრძნობთ გულწრფელობას და მეგობრობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მადლობას მოგახსენებთ ნატოში ჩვენი შესვლის მოლოცვისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მონტენეგრო ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგიდგეთ მხარში. ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ აირჩიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა“, განაცხადა ივან ბრაიოვიჩმა.

 


მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებაზეც ისაუბრეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი