აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა „დოიჩე ბანკს“ დონალდ ტრამპის ტრანზაქციების მონაცემების მიწოდება მოსთხოვა
05-12-2017, 22:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დასავლური მედიის ცნობებით, შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გერმანიის „დოიჩე ბანკს“ დონალდ ტრამპის ანგარიშების მონაცემების მიწოდება მოსთხოვა, რაც, როგორც BBC წერს, იმის მაჩვენებელია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორის გამოძიება პირდაპირ არის ფოკუსირებული შეერთებული შტატების პრეზიდენტზე.

 

 

 


მიულერი (ფოტოზე) ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის სავარაუდო საიდუმლო გარიგებას იძიებს.

 


„დოიჩე ბანკმა“ უწინ, მიმდინარე წლის ზაფხულში, „დემოკრატების“ მსგავსი თხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.

 


ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ და გერმანული გაზეთის, „ჰანდელსბლატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მიულერმა გერმანიის უდიდეს ბანკს უწყება რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა, სადაც იმ ტრანზაქციების მონაცემები მოითხოვა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არის დაკავშირებული.

 


ამავე მედიასაშუალებების ცნობების მიხედვით, ამერიკელი გამომძიებლები, იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო რუსულ გავლენას ეხება, მოითხოვენ ინფორმაციას საქმიან ურთიერთობებზე, რომელიც ტრამპთან არის დაკავშირებული.

 


„დოიჩე ბანკმა“, რომელიც ტრამპის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი კრედიტორია მისი უძრავი ქოენბის პროექტებში, განაცხადა, რომ ის მისი ნებისმიერი მომხმარებლის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი