საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მხარდამჭერების დახმარებით უკრაინული უსაფრთხოების ძალების ავტომანქანიდან რამდენიმესაათიან პატიმრობას სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში დააღწია თავი, საქართველოს მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ თუკი ქართველი ხალხი დაირაზმება და იგივეს გააკეთებს, რაც დღეს უკრაინელებმა აჩვენეს, მაშინ ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს „დიდი დრო არ უწერია“.
„მინდა ვუთხრა საქართველოში ჩვენ მომხრეებს, ჩვენ მეგობრებს, უბრალოდ, ჩვენ ქართველებს. რა თქმა უნდა, უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან, მაგრამ ჩემი გული გეკუთვნით თითოეულ თქვენგანს და როგორც აქ არის ძალიან მორყეული ეს ოლიგარქიული სისტემა და აქ ერთი ოლიგარქი კი არ არის შიგნით, და საერთოდ, ივანიშვილი საერთოდ არავინ არ არის, ჩვენ თუ მოვინდომებთ, თუ ერთად დავდგებით, თუ მაგრად დავდგებით, თუ დავირაზმებით, თუ იგივეს გავაკეთებთ, რაც უკრაინელებმა დღეს გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ. მართლა, სადამდე უნდა დაგვამცირონ, სადამდე უნდა გვაპამპულაონ და სადამდე უნდა ვყავდეთ ფაქტიურად დაყენებული ჩოქ-მბჯენში“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანში“ კიევიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მან დაამატა, რომ მისი ამოცანაა ბოლომდე ბრძოლა და ხალხის მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.