საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა, მაგრამ რუს ათლეტებს, რომლებიც შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ დოპინგისგან სუფთა არიან, საშუალება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, რომელიც სამხრეთ კორეაში ტარდება, ოღონდ, ნეიტრალური დროშის ქვეშ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და მისი საბჭო - რომელმაც გადაწყვეტილება სამშაბათს, ქალაქ ლოზანაში გამოაცხადა - ამ ნაბიჯამდე მას შემდეგ მივიდა, რაც შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 17-თვიან გამოძიების დეტალებს და რეკომენდაციებს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.