გერმანიის ქალაქ დიუსელდორფთან მატარებლების შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანმა მიიღო დაზიანებები, იუწყება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს ქალაქ მეერბუხში შეეჯახა.

მეერბუხის სახანძრო დეპარტამენტმა „თვითერზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავარი პრიორიტეტი მატარებელში მყოფი მგზავრების გადარჩენაა.
შეჯახების დროს სამგზავრო მატარებელში სავარაუდოდ 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მეერბუხი ჩრდილო რაინ-ვესტფალიაში, გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში მდებარეობს.
სახანძრო სამსახურმა ფოტოები ინციდენტის ადგილიდან გაავრცელა.
მატარებლების შეჯახების მიზეზი ჯერჯერობთ უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.