ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფალურად დაასრულა.
ტალახაძემ ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დაიმორჩილა.
ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, აკვრაში კი 257 კგ. ქართველმა რეკორდსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა, ექვსივე ცდა გამოიყენა, ორჭიდის, ატაცისა და აკვრის ჩათვლით ტალახაძემ, ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი დაამყარა.
ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.