„რომ გავიგე მიშას დაკავებას ჰქონდა ადგილი, არ ვიცოდი რა მექნა“ - სანდრა რულოვსი კიევში ჩავიდა
06-12-2017, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი კიევშია.

 

 

რულოვსი გუშინ კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაძაბულობა მას შემდეგ მოიხსნა, რაც დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკამ და ევროპამ რეაქცია გამოხატა.

 

 

„ჩვენ ვადევნებდით თვალს თბილისიდან. ბავშვი გამოვიყვანე სკოლიდან. რომ გავიგე რომ მიშას დაკავებას ჰქონდა ადგილი, არ ვიცოდი რა მექნა, ვუყურებდით, ვურეკავდით ნათესავებს, მეგობრებს, ვიღებდით ბევრ წერილსა და სიმპათიის მესიჯებს - რომ „ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება" და ეს ძალიან არ მომეწონა ყველა რომ წერდა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება" იმიტომ, რომ რაღაც ასე არ ჩანდა. მაგრამ გავიდა ცოტა დრო და როგორც ჩანდა, არ უშვებდნენ იმ მანქანას და რაღაც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა - ნეტავ, ნეტავ, ნეტავ, როგორ იქნება ყველაფერი. ხალხი რომ მატულობდა, აი, რაღაც აღარ ჰგავს დაკავებას და იქნებ, რაღაც გვეშველოს, რაღაცა სხვანაირად იყოს. მერე დრო რომ გავიდა, რეაქციებიც იყო ევროპიდან, ამერიკიდან და ეს ყველაფერი იყო ასე ვთქვათ, მიშას უსაფრთხოებაზე, გამჭვირვალე პროცესების მნიშვნელობაზე და ვფიქრობდით, რომ აი, რაღაც კარგად მიდის საქმე. ცოტათი ამოვისუნთქე, მაგრამ რა თქმა უნდა, შუაღამემდე იყო დაძაბულობა და გადავწყვიტე, რომ კიევში ჩამოვსულიყავი", განუცხადა „რუსთავი 2"-ს სანდრა რულოვსმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი