თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, სამშენებლო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით, კონტროლის გამკაცრებაა. დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს.
„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვაწყდებით მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევებს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მშენებლობებზე ხდება. შესაბამისად, მინდა დავავალო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები“, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები. შესაბამისად, ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს.
ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.
„ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისი ნებართვები არ უნდა გავცეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო“, განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, იმის გაგრძელება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ამ მიმართულებით ხდება, შეუძლებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.