მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის“ წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელო-ზუგდიდის ბიუროს უფროსის რომან კეიდიას და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტ ავთანდილ ჯაფარიძის მიერ განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კუთხით კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები. შეხვედრის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის მოძრაობის დაფუძნების ისტორიაზე პრეზენტაცია წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციის სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის (LAG consortium) იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.
ინფორმაციას მესტიის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.