საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაიმუქრნენ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან მივლენ, თუკი ძალოვანები ისევ შეეცდებიან კარვების ქალაქზე თავდასხმას. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა, იური დერევიანკომ განაცხადა.
„პატივცემულო ბატონო ლუცენკო, ადამიანები მე მთხოვენ გადმოგცეთ, რომ ... თუკი კიდევ ერთხელ დაიღვრება სისხლი მშვიდობიანი უკრაინელებისა, რომლებიც უმაღლესი რადას წინ იმყოფებიან, ყველაფერი თქვენი სახლისკენ გადაინაცვლებს“, განაცხადა დერევიანკომ პარლამენტში გამოსვლისას, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
მან სთხოვა ძალოვან უწყებებს, „არ მოახდინონ ადამიანების პროვოცირება“.
დილით პოლიციელები კარვების ბანაკში შევიდნენ, რომ სააკაშვილი აეყვანათ, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მისი ადგილსამყოფელი არ გაამხილეს, რის გამოც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის აყვანის ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.
სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლისას დაზიანებები მიიღო რვა აქტივისტმა. პოლიციამ 13 დაშავებულის შესახებ განაცხადა, რომელთა შორის 11 პოლიციელია. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
თავად იური ლუცენკო ამ დროისთვის უმაღლესი რადას შენობაში იმყოფება, ხოლო შენობის გარეთ კი ეროვნული გვარდიის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი შესაძლოა დღის ბოლომდე აიყვანონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.