„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირიშია საქართველოსთან, რადგან ეს „ორი ოლიგარქის“ მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაა.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ გადაბმულია საქართველოსთან, იმიტომ, რომ ჩვენ ეხლა საქმე გვაქვს ორ ოლიგარქს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან, რომ მოხდეს ყველა ხერხით მიხეილ სააკაშვილის ნეიტრალიზაცია. უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდათ, ხალხმა იხსნა მიხეილ სააკაშვილი, ვერ გამოუვათ ვერც საქართველოში. ზოგადად, 21-ე საუკუნეში, როდესაც ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს ოდესმე, არ შეიძლება, რომ ოლიგარქები მართავდნენ ასეთ ქვეყანებს და ოლიგარქია აუცილებლად დასრულდება უკრაინაშიც და საქართველოშიც“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ „ღირსების მანიფესტაციაზე“ „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.