საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-მ მიიღო.
ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ირაკლი კობახიძემ და კარლ გუსტავ XVI-მ საქართველოსა და შვედეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.
შვედეთის მეფის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და შვედეთის მონარქმა ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.