უკრაინის პრეზიდენტი კიევში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინაში არეულობის მოწყობისთვის მოსკოვი ძალას არ იშურებს.
„მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა მოგვაყენოს ზურგში, აგვაფეთქოს შიგნიდან, მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია უკრაინაში.
ამის შესახებ, არაერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალას არ იშურებენ. მათ ფულიც საკმარისად აქვთ. ვფიქრობდი, რომ ჩემი გაკვირვება რაიმეთი რთული იყო, თუმცა, რაც გუშინ დაინახა და მოისმინა მთელმა ქვეყანამ, ყველას თავზარი დასცა და შოკში ჩააგდო.
რაც მახარებს არის ის, რომ უკრაინელები ჩვენს ძალოვნებზე ადრე მიხვდნენ, რომ კამპანია მოსკოვისგან იყო დაფინანსებული, ამიტომაც, მოახდინეს რადასთან არსებული ბანაკის იგნორირება", განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.