„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ღირსების მანიფესტაციაზე“ სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის მმართველობას „დიადი 9 წელიწადი“ უწოდა და თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო „ნელ-ნელა ემსგავსება პოსტშევარდნაძისტულ“ ქვეყანას, სადაც სააკაშვილის „დამარცხებული კრიმინალი“ ისევ ბრუნდება.
„რომ არა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რა იქნებოდა საქართველო დღეს? იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი, კორუმპირებული, პოსტსაბჭოთა, პოსტშევარდნაძისტული ქვეყანა, რომელსაც ნელ-ნელა ემსგავსება დღეს საქართველო აი, ამ ხელისუფლების პირობებში. რომ არა ის 9-წლიანი, მართლაც რომ დიადი წელიწადი, რომელსაც ზოგიერთები უდიერად მოიხსენიებდნენ - არ იქნებოდა საქართველოში ის, რაც ჩვენ ვნახეთ და რასაც ჩვენ მივაღწიეთ. დამარცხებული კრიმინალი, რომელიც სამწუხაროდ ისევ ბრუნდება ქურდების სახით, აი ამ სკოლებში დანების ომის სახით. არ იქნებოდა საქართველო ისე დაცული. სამწუხაროდ, საზღვრები ისევ მოირღვა და ჩატაევის მსგავსი ტერორისტები თბილისში იბუდებენ და იარაღის უზარმაზარ არსენალს ქმნიან“, თქვა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.