უსუფაშვილის განცხადება თუ როგორ წარდგება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია "ქართული ოცნება"
09-05-2015, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დარწმუნებული ვარ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის წინაშე პირნათელი წარდგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

 

 

"გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გუშინ 12-საათიანი განხილვის და დებატების შემდეგ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი განხილვა, რაც მე მახსოვს საქართველოს უახლოეს პერიოდში. მთავრობამ წარმოადგინა მომავლის დეტალური და კომპლექსური გეგმა და ეს იყო მნიშვნელოვანი. აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რაც ქვეყანას გააჩნია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომიკური საკითხების თვალსაზრისით და მთავრობას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დემოკრატიზაციის გაგრძელების მიმართულებითაც. დარწმუნებული ვარ, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიცია "ქართული ოცნება" პირნათელი წარდგება, პირველ რიგში, ქართველ ხალხთან. რაც შეეხება ოპონენტების შეფასებებს, რაც არ უნდა მწვავე ფორმით იყოს ის გამოთქმული, ჩვენ ის გვესმის, თუ რაიმე რაციონალურია, ჩვენ მას სერიოზულ ყურადღებას დავუთმობთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი